საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა

11.09.2019 ქ. თბილისი- საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან კაუპო კანდისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის დროს კაუოპო კანდიმ მინისტრის მოადგილეს გააცნო ოფისის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ და მიაწოდა ინფორმაცია ასევე სამომავლო გეგმების შესახებ.
 
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოფისის ხელმძღვანელს დაუდასტურა, რომ საქართველო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან.
 
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გამყარებულია სხვადასხვა სფეროს მარეგულირებელი ხელშეკრულებებით. მათ საფუძველზე საქართველოში ფუნქციონირებს სასამართლოს ოფისი.