საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი „ატლანტიკური საბჭო“-ს დინუ პატრიციუს სახელობის ევრაზიის ცენტრის დირექტორს, ელჩ ჯონ ჰერბსტს შეხვდა

20.03.2017 თბილისი - ​საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, დავით ზალკალიანსა და აშშ-ის კვლევითი ორგანიზაციის „ატლანტიკური საბჭო“-ს დინუ პატრიციუს ევრაზიის ცენტრის დირექტორს, ელჩ ჯონ ჰერბსტს შორის. 

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული წარმატებული ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობები და მათი კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები. საუბრისას აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, დღესდღეობით, ძალზე აქტიურ ფაზაშია, რაზეც მეტყველებს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიითა და დატვირთული ორმხრივი დღის წესრიგით განსაზღვრული სტრატეგიული ურთიერთობების განვითარება. 

დავით ზალკალიანმა სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის მიერ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან წარმატებული პირველი კონტაქტების დამყარების შესახებ. მხარეების მიერ აღინიშნა ამერიკის შეერთებული შტატებში საგარეო საქმეთა მინისტრის მიმდინარე ვიზიტი, ასევე, ყურადღება გამახვილდა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს მხარდამჭერ გზავნილებზე. 

შეხვედრისას მხარეებმა აგრეთვე განიხილეს საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა. დავით ზალკალიანმა სტუმარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ქართული მხარის აქტიური ურთიერთობები „ატლანტიკურ საბჭო“-სთან, როგორც აშშ-ის ერთ-ერთ წამყვან კვლევით ორგანიზაციასთან, და შეთანხმდნენ ამ წარმატებული თანამშრომლობის სამომავლოდ გაგრძელებაზე. 

 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.
მარტი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27   28         1    2   345 
6          7      8   9   10   11  12 
1314   15  16      17         1819 
20    21 22       23     24     2526
272829303112
3456789