საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა ქ. კიევში მიმდინარე ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა  ქ. კიევში  მიმდინარე ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
 
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო კიევში მიმდინარე  მაღალი დონის ყოველწლიურ კონფერენციაში “3rd ANNUAL INTERNATIONAL ASSOCIATION EXCHANGE”, რომელიც ეძღვნება ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და ამ პროცესში  სამი ქვეყნის გამოწვევებს.
 
ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეებს კონფერენციის ფარგლებში ორგანიზებულ მაღალი დონის თემატურ სესიაზე “PARTNERS IN EU INTEGRATION: PONDERING A NEW FORMAT OF REGIONAL COOPERATION FOR THE THREE ASSOCIATED COUNTRIES” სიტყვით მიმართა, სადაც ისაუბრა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელებისას მიღწეულ პროგრესზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის 2020 წლის შემდგომ პრიორიტეტებზე, პერსპექტივებზე და გამოწვევებზე. ვახტანგ მახარობლიშვილმა, თავის მიმართვაში ხაზი გაუსვა ასოცირებული ქვეყნების სამმხრივ ფორმატში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მეტი დიფერენციაციის აუცილებლობას.​
 
მახარობლიშვილის თქმით, ევროკავშირთან მეტი ფუნქციონალური ინტეგრაციის ინიციატივები ასევე მოცემულია საქართველოს მიერ შემუშავებულ დოკუმენტში, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალთან დაკავშირებით ქვეყნის ხედვას ასახავს. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს პრიორიტეტებს შორისაა: ევროკავშირის შიდა ბაზარში სრული ინტეგრაცია, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული კავშირების გაძლიერება განსაკუთრებით შავ ზღვაზე, რომლის პოტენციალის სრული ამოქმედება საქართველოს  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიზნით.
საქართველო, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, აქტიურად მუშაობს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე, განსაკუთრებით კი ასოცირებული ქვეყნების ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის საკითხებზე ერთობლივი პოზიციების შემუშავების მიზნით.