საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

 
21.08.2019 - საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სამთავრობო კომისიების საექსპერტო ჯგუფები განაგრძობენ ერთობლივ სამუშაოებს სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთბზე. კერძოდ მ.წ. 20 აგვისტოს განხორციელდა ტერიტორიის დათვალიერება სოფ. ვახტანგისისა და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიდამოებში. ექსპერტებმა განიხილეს ორი ქვეყნის კომისიების პოზიციები მოცემულ მონაკვეთებზე და წარმოადგინეს თავისი ხედვები. საქართველოს ექსპერტთა ჯგუფმა ადგილზე განუმარტა აზერბაიჯანის მხარეს თავისი პოზიცია საზღვრის გამავლობასთან დაკავშირებით. მუშაობის შედეგები მიეწოდება კომისიების თავმჯდომარეებს შემდგომი განხილვის მიზნით.

მომდევნო დღეებში დაგეგმილია ანალოგიური სამუშაოების განხორციელება საზღვრის სხვა შეუთანხმებელ მონაკვეთებზე. ექსპერტა სამუშაო შეხვედრა პირველ ეტაპზე, სავარაუდოთ, გაგრძელდება მ.წ. 23 აგვისტომდე, რის შემდეგ დაიგეგმება დარჩენილი შეუთანხმებელი მონაკვეთების მონახულების მეორე ეტაპი, შესაძლო მოკლე ვადებში.
საექსპერტო შეხვედრების დასრულების შემდეგ დაიგეგმება კომისიების შეხვედრა ქ. თბილისში, სავარაუდოთ მ.წ. სექტემბრის განმავლობაში.