საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 15 იანვარს, კენიაში ქ. ნაირობის „დუსითის“ სასტუმრო კომპლექსზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2019 წლის 15 იანვარს კენიის დედაქალაქ ნაირობის „დუსითის“ სასტუმრო კომპლექსზე „ალ-შაბაბის“ ტერორისტული დაჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა 21  და დაიჭრა 28 ადამიანი. 


საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მხარს უჭერს კენიის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ქვეყანაში სტაბილურობის განმტკიცებისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ. 


საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს კენიის მთავრობას და კენიელ ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.