საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება პერუს რესპუბლიკაში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით

20.03.2017 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას 18 მარტს პერუს რესპუბლიკაში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო, რომელსაც ამ დროის მონაცემებით  75 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 1000-მდე ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს მომხდართან დაკავშირებით და თანაგრძნობას უცხადებს პერუს მთავრობასა და დაღუპულთა ოჯახებს.