საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის სამთავრობო კომისიის შეხვედრა გაიმართა

12.09.2019 ქ. თბილისი- საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით გაიმართა ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით სამთავრობო კომისიის მეორე სხდომა.
 
კომისიამ განიხილა საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები და მოსამზადებელი სამუშაოების მდგომარეობა. კომისიის წევრებმა დასახეს სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულების განხილვა მოხდება კომისიის მორიგ სხდომაზე.

საქართველო თავმჯდომარეობს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის მაისის პერიოდში.