საქართველოს ელჩმა ხორვატიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა


24.04.2019 ხორვატია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაალ გოგსაძემ( რეზიდენციით ქ. ბუდაპეშტი) რწმუნებათა სიგელები გადასცა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტს კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩს.
 
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის მსვლელობის დროს აღინიშნა საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და ხაზი გაესვა თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მზაობას.  
ზაალ გოგსაძემ მადლობა გადაუხადა ხორვატიის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის.  თავის მხრივ, პრეზიდენტმა  წარმატებული დიპლომატიური მისია უსურვა საქართველოს ელჩს.
 
ზაგრებში ვიზიტის ფარგლებში, ზაალ გოგსაძე შეხვდა ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს საგარეო პოლიტიკის საკითხებში, მარიო შკუნცას. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე, ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებსა და  კონკრეტული მიმართულებებზე.