საქართველო მეხიკოს კულტურის საერთაშორისო ფესტივალზე მიიწვიეს

  
14.05.2019 მექსიკა-საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ ერისთავი მეხიკოს შტატის ქალაქ ატისაპან დე სარაგოსას მერს, რუთ ოლვერა ნიეტოს და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
 
ოფიციალური ცერემონია ატისაპანის კულტურის საერთაშორისო ფესტივალის პრეზენტაციას მიეძღვნა. ატისაპან დე სარაგოსას მერმა და ფესტივალის ორგანიზატორებმა საქართველოს ელჩი, როგორც საპატიო სტუმარი, საერთაშორისო ფესტივალის საზეიმო გახსნაზე მიიწვიეს.
 
ღონისძიების ფარგლებში  საქართველოს ელჩმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. ელჩმა ისაუბრა ქართული კულტურისა და ხელოვნების შესახებ, ასევე მიმოიხილა საქართველოს ისტორია და ყურადღება გაამახვილა საქართველო - მექსიკის ურთიერთობებზე. ზურაბ ერისთავმა სიტყვით გამოსვლისას ასეე ხაზი გაუსვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისის მნიშვნელობას.
 
აღსანიშნავია, რომ კულტურის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც 2019 წლის 22-30 ივნისს გაიმართება, საქართველოდან მიწვეულია კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი.