საქართველოს და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

17.03.2017 თბილისი - „საქართველო და უნგრეთი დატვირთული დღის წესრიგით ხვდებიან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს, რომელიც 2017 წელს აღინიშნება“,  აღინიშნა საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და საინვესტიციო პოტენციალის ათვისების აუცილებლობაზე. 
მიხეილ ჯანელიძე მიესალმა უნგრული კომპანიების დაინტერესების ზრდას საქართველოში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სხვა სახის პროექტებისადმი. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა უნგრულ მხარეს საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ქართველი სტუდენტების მხარდაჭერისთვის.