საქართველოს დელეგაცია ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

16.05.2018 ქ.ასტანა - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ბაჰიტჟან საგინტაევთან.

შეხვედრას ქართული მხრიდან ასევე ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და საქართველოს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე.ყაზახეთის მხრიდან კი შეხვედრას ესწრებოდნენ ენერგეტიკის მინისტრი კანატ ბოზუმბაევი და ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრი ჟენის კასიმბეკი.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ყაზახეთის წარმატებულ თანამშრომლობას მრავალი მიმართულებით. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის და სატრანსპორტო სფეროში სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სატრანზიტო პროექტებში ორი ქვეყნის ჩართულობას, ამ მხრივ აღინიშნა აბრეშუმის გზის მარშრუტის განვითარების პროცესში საქართველოსა და ყაზახეთის აქტიური მონაწილეობა, სარკინიგზო სატრანზიტო პროექტების მიმართ ასტანას მზარდ დაინტერესებას.

შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეიწყონ ორმხრივი საინვესტიციო პროექტების განვითარებას და ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებისთვის ერთის მხრივ საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო  და მეორეს მხრივ ყაზახეთის ეკონომიკური შესაძლებლობებით დაინტერესებას. აღინიშნა საქართველოში წარმატებული საინვესტიციო პროექტები ყაზახეთის მხრიდან.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სამთავრობო და საკანონმდებლო ორგანოების დონეზე წარმატებულ თანამშრომლობას და მაღალი დონის შეხვედრების მზარდ დინამიკას. კმაყოფილებით აღინიშნა წარმატებული ხალხთაშორისი კონტაქტები და გამოითქვა მზადყოფნა როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დონეზე ტურიზმის  სფეროში თანამშრომლობის  შემდგომი გაღრმავების ხელშეწყობის მხრივ.