აშშ-ში საქართველოს ელჩი სამუშაო ვიზიტით ტეხასის შტატს ეწვია

10.10.2019 აშშ - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე და დესპანი გიორგი ციკოლია ტეხასის შტატს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ქალაქ ოსტინის სავაჭრო პალატის წევრებთან, სადაც საქართველოში განხორციელებული რეფორმები და საინვესტიციო გარემო გააცნეს.
 
საელჩოს დელეგაციამ ასევე გამართა შეხვედრა უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანია Dell Technologies ხელმძღვანელობასთან სხვადასხვა მიმართულებით შესაძლო თანამშრომლობაზე სასაუბროდ.
 
საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე ინფორმაციის გავრცელებისა და პოტენციური ინვესტორების დაინტერესების მიზნით, საელჩოს დელეგაცია განაგრძობს სხვადასხვა შტატში ადგილობრივ ბიზნესებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს.