საქართველოს ელჩი ჩეხეთის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრს შეხვდა

21.08.2019 ჩეხეთი-  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში მარიამ რაქვიაშვილმა შეხვედრა გამართა ჩეხეთის ვაჭრობისა დამრეწველობის მინისტრთან, ვიცე-პრემიერთან, კარელ ჰავლიჩეკთან.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებულ საკითხებზე, მათ შორის  განხილული იქნა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულები, სამომავლოთანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები.
 
ასევე, საუბარი შეეხო შემოდგომაზე მთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის მორიგი რაუნდის პრაღაში ჩატარების საკითხს, ჩეხური კომპანიების მიერსაქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებსა და ჩეხეთის მხარის დახმარებას განვითარების სააგენტოს წარმატებული პროექტების მეშვეობით საქართველოსეკონომიკის განვითარების მიმართულებით.