საქართველოს ელჩი დანიის პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს შეხვდა

5.10.2019 დანია - ფოლკეტინგში შეხვედრა გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიგი გიგიაძესა და დანიის პარლამენტის ახალ თავმჯდომარე, ჰენრიკ დემ კრისტენსენს შორის.

 შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და საქართველო - დანიის ურთიერთობის ძირითადი ასპექტები.

კრისტენსენმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.