საქართველოს ელჩი ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

19.08.2019 ეგვიპტე- ეგვიპტეში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შეხვედრა გამართა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწესთან (მინისტრის მოადგილე) ევროპის ქვეყნების საკითხებში ამრ რამადანთან.
 
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. კერძოდ, საუბარი ეხებოდა საქართველო-ეგვიპტის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუდნის ჩატარებას. მხარეები ასევე შეეხნენ ლიბიაში ამჟამად არსებულ ვითარებასა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.
 
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ კონსულტაციებს ამ და სხვა ორმხრივი ინტერესის მქონე საკითხებთან დაკავშრებით.