საქართველოს ელჩი იორდანიის პარლამენტის სპიკერს შეხვდა

23.08.219 იორდანია-  საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაზა კანდელაკმა შეხვედრა გამართა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან ატეფ ალ-ტარავნესთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და იორდანიის პარლამენტებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების გზები. იორდანიის მხარემ გამოხატა დაინტერესება გააგრძელოს ურთიერთობები საქართველოს პარლამენტის ახალ ხელმძღვანელობასთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში ურთიერთობების საკითხებს. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარება.