საქართველოს ელჩი ოთარ ბერძენიშვილი სეულის მერს შეხვდა

26 .12.2017 კორეა  – კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა შეხვედრა გამართა . სეულის მერთან  პარკ ვონ-სუნსთან.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კორეის რესპუბლიკა-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საელჩოს მიერ მიმდინარე წელს ქვეყნის დედაქალაქში განხორციელებული კულტურული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

საუბარი ასევე შეეხო სახალხო დიპლომატიის ფარგლებში საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტს, რომლის ფარგლებშიც  კორეის რესპუბლიკაში მცხოვრები, სეულის უნივერსიტეტის არქიტექტურული ფაკულტეტის სტუდენტის ანა გულისაშვილის ნამუშევარი, რომელზეც ასახულია ქ. სეულისა და ქ. თბილისის ძველი უბნები, სამახსოვროდ გადაეცა სეულის მერიას.  

არკ ვონ-სუნმა ქ. სეულის მერიის სახელით მადლიერება გამოხატა საელჩოს ინიციატივასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ხსენებული ნამუშევარი სამუდამოდ განთავსდება მერიის შენობაში. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა დედაქალაქებს შორის დაძმობილებისა და მაღალი დონის დელეგაციების ვიზიტების გაცვლის საკითხები. 

შეხვედრა საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართა.