საქართველოს ელჩი სლოვენიის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

18.10.2019 სლოვენია - საქართველოს ელჩი, ირაკლი კოპლატაძე შეხვდა სლოვენიის თავდაცვის სამინისტროს ახლად დანიშნულ სახელმწიფო მდივანს (მინისტრის მოადგილეს), ნატაშა დოლენცს.

სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სლოვენიის მყარი მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში ინტერგაციის გზაზე ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკის ფარგლებში. შეხვედრაზე განხილულ იქნა თავდაცვის სფეროში ახლად ამოქმედებული ორმხრივი ხელშეკრულების იმპლემენტაციის საკითხები.