საქართველოს ელჩის ვიზიტი სიცილიის რეგიონში

26.09.2919 იტალია - დაიწყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კონსტანტინე სურგულაძის სამუშაო ვიზიტი სიცილიის რეგიონში. საქართველოს ელჩი პალაცო ორლეანსში მიიღო რეგიონის პრეზიდენტმა, ნელო მუზუმიჩიმ.
 
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ადილობრივი მთავრობის წარმომადგენლები. კონსტანტინე სურგულაძემ ქართველი ხალხის სახელით, მადლობა გადაუხადა სიცილიელ ხალხს მრავალწლიანი მეგობრობისა და გვერდში დგომისთვის, რაც მათ 90-იანი წლებიდან მოყოლებული არაერთხელ გამოხატეს ომით დაზარალებული ქართველი ბავშვებისა და მათი ოჯახების მიმართ.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებს, ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისა და გაფართოების აუცილებლობას, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის და ტურიზმის მიმართულებით. ელჩმა რეგიონის პრეზიდენტი და მთავრობის სხვა წევრები საქართველოში დაპატიჟა. შეხვედრის დროს მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ სიცილიის რეგიონის დელეგაციის სამუშაო ვიზიტის ორგანიზებაზე, რომელიც სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე შედგება.