საქართველოს ელჩმა აფრიკის კავშირის კომისიის თავმჯდომარეს რწმუნებათა სიგელები გადასცა

 
9.03.2018 ეთიოპია-საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ეთიოპიაში, ზურაბ დვალიშვილმა აფრიკის კავშირის კომისიის თავმჯდომარეს, მუსა ფაკი მაჰამადს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს თანამშრომლობას, როგორც აფრიკის კავშირის ორგანიზაციასთან, ასევე აფრიკის სახელმწიფოებთან. მუსა ფაკიმ აღნიშნა, რომ აფრიკის კავშირის წევრი სახელმწიფოები დაინტერესებულნი არიან შეისწავლონ და გაიზიარონ  საქართველოს წარმატებული გამოცდილება სახელმწიფო ადმინისტრირების და ეკონომიკური რეფორმების სფეროში. საუბარი  ასევე შეეხო საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროეებში თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

ორგანიზაციის გენერალური მდივნის მხრიდან აღინშნა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება ურთიერთსასარგებლო იქნება, როგორც რეგიონულ, ასევე ორმხრივ ფორმატებში. 

აფრიკის კავშირი 55 სახელმწიფოს აერთიანებს, საქართველო 2011 წლიდან აფრიკის კავშირში დამკვირვებლის სტატუსითაა წარდგენილი.