ჩინეთში საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა პეკინის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან

9.10.2019 ჩინეთი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ შეხვედრა პეკინის უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტთან თიენ კანგთან გამართა.

შეხვედრის დროს განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებზე ქართველის სტუდენტებისთვის სტიპენდიების გამოყოფის შესაძლებლობა, აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში საელჩოს აქტიური ჩართულობა, ელჩის ღია ლექცია საქართველოს შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ხსენებულ უნივერსიტეტში ერთ-ერთ არჩევით უცხო ენად ისწავლება ქართული ენა. ამჟამად, 12 ჩინელი სტუდენტი ეუფლება ქართულ ენას. განხილულ იქნა ასევე, მათი სწავლის გაგრძელების შესაძლებლობები საქართველოში.

პეკინის უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა 1898 წელს, არის ჩინეთის წამყვანი უმაღლესი სასწავლებელი განსაკუთრებით ჰუმანიტარული დარგების მიმართულებით. უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს 216 სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში 22-ე პოზიციას იკავებს და აზიაში გააჩნია ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა, რომელიც 8 მილიონზე მეტ წიგნს ითვლის.