საქართველოს ელჩმა ერაყის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

20.08.2019 ერაყი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაზა კანდელაკმა  (რეზიდენციით . ამანი), რწმუნებათა სიგელები გადასცა ერაყის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბარჰამ სალეჰს.

სიგელების გადაცემის  ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და ერაყს შორის  ორმხრივი თანამშროლობის  საკითხები. მათ შორის საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს, ასევე ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას.

საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლი ასევე გადასცა ერაყის რეპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მუჰამედ ალ-ჰაქიმს.
მინისტრთან შეხვედრაზე განიხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები ეკონომიკის, კულტურის, განათლების და სხვა სფეროებში.