საქართველოს ელჩმა ფორუმში - “სარტყელი და გზა -ეკონომიკური განვითარების ახალი ფორმები“ მიიღო მონაწილეობა

25.06.2018 ჩინეთი- ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ მონაწილეობა მიიღო ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ინსტიტუტის (Central Asian Regional Economic Cooperation Institute, CARECA) მიერ ორგანიზებულ ფორუმში, “სარტყელი და გზა -ეკონომიკური განვითარების ახალი ფორმები“.
 
საქართველოს ელჩმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. სიტყვით გამოსვლისას არჩილ კალანდიამ ისაუბრა  “სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს მნიშვნელოვანი როლის შესახებ. ელჩმა აღნიშნა, რომ ხსენებულ ინიციატივაში აქტიური ჩართულობით, საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა გახდეს სავაჭრო, სატრანსპორტო და სატრანზიტო ცენტრი/ჰაბი რეგიონში. ასევე, ელჩმა ხაზი გაუსვა, ტრანს-კასპიური ეკონომიკური დერეფნის მნიშვნელობას, რაც კიდევ უფრო განავითარებს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს ევროპასა და აზიას შორის.