საქართველოს ელჩმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ბელარუსის პრეზიდენტთან

14.11.2017 ბელარუსი - ბელარუსის რესპუბლიკაში დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დავით კოტარიას შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა აქტიურ დონეზე განვითარებული ორმხირივი თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურისტულ და კულტურულ სფეროებში.

სახელმწიფოს მეთაურმა გამოთქვა მზადყოფნა 2018 წლის მარტში განახორციელოს ვიზიტი საქართველოში.