საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ფიჯის რესპუბლიკის პრეზიდენტს

13.03.2018 . სუვა -  საქართველოს ელჩმა, გიორგი დოლიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ფიჯის რესპუბლიკის პრეზიდენტს, გენერალ-მაიორ ჯიოჯი კონუსი კონროტეს. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია . სუვაში, სამთავრობო რეზიდენციაში გაიმართა და მას ფიჯის რესპუბლიკის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები, ასევე, ფიჯიზე საქართველოს საპატიო კონსული, ჰიმატ ლოდია ესწრებოდნენ.

ფიჯის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და საქართველოს ელჩს შორის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებზე და დადებითად შეაფასეს მიმდინარე თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე, მრავალმხრივ ფორმატებში.ორივე მხარემ გამოთქვა სურვილი სხვადასხვა სფეროსა და საკითხებზე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღმავების თაობაზე. აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანაში რაგბისადმი განსაკუთრებული სიყვარული ქვეყნებს შორის დაახლოების დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორია. ფიჯის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი ქვეყნის მტკიცე  მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ


    
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '18190')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.