საქართველოს ელჩმა სამხრეთ სუდანის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

16.09.2019 სამხრეთ სუდანის რესპუბლიკა - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით . ადის-აბება), ზურაბ დვალიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა სამხრეთ სუდანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სალვა კირ მაიარდიტს.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა პრეზიდენტთან, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს  საქართველოსა და სამხრეთ სუდანის რესპუბლიკას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.

პრეზიდენტმა კირმა მიულოცა საქართველოს პირველ ელჩს სამხრეთ სუდანის რესპუბლიკაში მისიის დაწყება და წარმატებები უსურვა მის მომავალ საქმიანობაში.