თურქეთში საქართველოს ელჩი სამუშაო ვიზიტით ერზერუმს ეწვია

7.11.2019 თურქეთი - ერზერუმში სამუშაო მივლინების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის, სულთან ალაედდინ ქეიქუბად II-ის ახლად აღმოჩენილი საძვალე და საფლავის ქვები მოინახულა.

ელჩის ვიზიტისას, ერზერუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორმა, ჰუსნუ გენჩმა განაცხადა, რომ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძვლები უკვე გადაიგზავნა ექსპერტიზაზე.

მხარეებმა ასევე გამოთქვეს მზაობა, გააქტიურონ თანამშრომლობა აღნიშნული მიმართულებით, რათა ფართო საზოგადოება გაეცნოს რეგიონში მდებარე საქართველო-თურქეთის საერთო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.

ამასთან, ერზერუმის გუბერნატორთან და მერთან გამართული შეხვედრების დროს დაიგეგმა ერთობლივი სამუშაოების დაწყება, გურჯი ხათუნის საკითხთან დაკავშირებით.