საქართველოს ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

9.010.2019 უკრაინა - უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ვასილ ბოდნარს. საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის საკითხებს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

საუბრისას აღინიშნა, რომ მხარეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას. ასევე ქვეყნებს შორის შეუცვლელ პრიორიტეტებად რჩება უსაფრთხოების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები.