საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჟენევაში ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

11.09.2019 ჟენევა - საქართველოს მუდმივმა წარმომდაგენელმა ჟენევაში, ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, აბდურაჰმან მოჰამედ ფახირთან.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ინდონეზიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, რის ფარგელბშიც ხაზი გაესვა ჯაკარტაში გამართულ ორმხრივი კომისიის მეექვსე სხდომას.
 
ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე გამოთქვა მისი სახელმწიფოს სურვილი სამომავლოდ თბილისში ინდონეზიის საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით.