საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ“ 2018 წლის შემაჯამებელი ანგარიში, რომელიც დიდწილად ეფუძნება საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მიღებულ დოკუმენტებს.

ანგარიში ინგლისურ ენაზეა მომზადებული და  მისი მიზანია საერთაშორისო საზოგადოების რეგულარული ინფორმირება რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე, რათა გაგრძელდეს და გაძლიერდეს საერთაშორისო თანამეგობრობის  რეაგირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მიმდინარე დარღვევებზე.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ“ 2018 წლის შემაჯამებელი ანგარიში.