საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიწვევით გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს

20.03.2017 ვაშინგტონი -  საქართვეოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება, სადაც 2017 წლის 22 მარტს მონაწილეობას მიიღებს  "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების შეხვედრაში, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იმართება.

მინისტერიალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი მასპინძლობს და მასში 68 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს. 

მინისტერიალის ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ "ისლამური სახელმწიფოდან " მომდინარე საფრთხეებზე, კოალიციის მიერ წარმოებულ ოპერაციებზე და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებზე.

საქართველო 2014 წლიდან გლობალური კოალიციის წევრია. გლობალური კოალიციის პირველი მინისტერიალი 2014 წლის 3 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა. კოალიციის მიზანი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და რეგიონში ტერორიზმიდან გამომდინარე საფრთხეების და შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის აღმოფხვრაა.

ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 2017 წლის 20-23 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს აშშ-ს სენატორებთან და კონგრესმენებთან, ასევე აშშ-ს ანალიტიკური და ექსპერტული წრეების წარმომადგებლებთან. 

გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე კოლეგა მინისტრებს შეხვდება. 
 
 
მარტი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27   28         1    2   345 
6          7      8   9   10   11  12 
1314   15  16      17         1819 
20    21 22       23     24     2526
272829303112
3456789