საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სომხეთში ვიზიტის  ფარგლებში შეხვედრა გამართა სომეხ კოლეგასთან ედვარდ ნალბანდიანთან. 
 
მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები. კმაყოფილებით აღნიშნეს  საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმატებული ვიზიტი სომხეთში და ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების  მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისათვის.