საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში თურქმენეთის ელჩს, დოვლეთმურათ მურატოვს შეხვდა

 
8.11.2018 ქ.თბილისი-  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დოვლეთმურათ მურატოვთან.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტების გამართვის შესაძლებლობა, ერთობლივ სატრანსპორტო-სატრანზიტო პროექტებში მონაწილეობა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.

შეხვედრის დასასრულს თურქმენეთის ელჩმა თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს და მას წარმატებები უსურვა. თავის მხრივ,  ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა განაგრძოს თურქმენეთის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიზნით.