საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში ე.წ. „ადგილობრივ არჩევნებთან“ დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ანექსიას და შესაბამისად არ ცნობს ყირიმსა და ქალაქ სევასტოპოლში 2017 წლის 10 სექტემბრის ე.წ. „ადგილობრივ არჩევნებს“, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და უკრაინის კანონმდებლობის უხეშ დარღვევას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.