საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ინდონეზიაში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს  ინდონეზიაში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით, რომელსაც, არსებული ინფორმაციით, 180-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ბავშვების.
 
ამ მძიმე წუთებში, საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარსა და თანადგომას უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ინდონეზიის მთავრობასა და ინდონეზიელ ხალხს.