საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლევან მიქელაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლექცია - „საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზაზე“ გაიმართება

25 აპრილსსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტისა და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით, გაიმართება ლევან მიქელაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი  ლექცია -  „საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, რომელსაც წაიკითხავს ლევან დოლიძე, საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე.

ღონისძიების ფარგლებში, აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარსდგება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, ასევე, დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორი, თინათინ ბრეგვაძე და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის დირექტორი, არჩილ გეგეშიძე.
 
ღონისძიებას მოდერატორობას გაუწევს არჩილ გეგეშიძე.
 
ლექციას, ქართველი დიპლომატის ოჯახის წერვები, ლევან მიქელაძის ფონდის წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრებიან.
 
ლექცია ცნობილი ქართველი დიპლლომატის ლევან მიქელაძის ხსოვნას უკავშირდება.