საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი

6.10.2018  მოლდოვა - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მოლდოვას რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრმა ტუდორ ულიანოვსკიმ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე მოლდოვას 5 ოქტომბერს ეწვია.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომაში.


ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა მამუკა ბახტაძისა  და  მოლდოვას პრემიერ-მინიტრის, პაველ ფილიპის შეხვედრა. ასევე,  შედგა ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები.
 
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია იმყოფებოდნენ.