საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეფასებით საქართველოს რეგიონების მილიტარიზაციით რუსეთი საერთაშორისო დღის წესრიგს არღვევს

17.03.2017 თბილისი - ​„ის აგრესიული ნაბიჯები, რომელსაც რუსეთის ახორციელებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, საჭიროებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დაგმობას. ჩვენ ყველა საეთაშორისო ფორმატში განვიხილავთ აღნიშნულ საკითხს“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხელ ჯანელიძემ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ბოლო პერიოდის განვითარებული მოვლენების კომენტირებისას.

აფახაზეთის ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ფედერაციის მხრიდან დამატებითი საზენიტო-სარაკეტო დანადგარების შეტანას და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჯარისო შენაერთების გაერთიანების შესახებ ე.წ. შეთანხმების საკითხს საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გამოეხმაურა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით საქართველოს პოლიტიკა ორიენტირებულია კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაცია იყოს შესაბამისობაში საეთაშორისო ნორმებთან და პრინციპებთან და საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა პარტნიორების მხარდაჭერით რუსეთის ფედერაციის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნას საერთაშორისო სამართლისა და პრინციპებისადმი პატივისცემა და მოხდეს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია.

„საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა პარტნიორების მხარდაჭერით რუსეთის ფედერაციის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნას  საერთაშორისო სამართლისა და პრინციპებისადმი პატივისცემა და მოხდეს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია“-აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისადმი უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერას ხაზი გაუსვა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ.

„უნგრეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი და მტკიცე მხარდამჭერია და მომავალშიც დარჩება“- აღნიშნა მან.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთი და ყველა სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საერთაშორისო სამართლის პრინციპები, რაც მსოფლიოს ბევრად უკეთესს გახდიდა.

პიტერ სიიარტომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების პროცესში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას და ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების როლს „ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევის მოლაპარაკებებს, მხარს ვუჭერთ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შენარჩუნებას“ - განაცხადა სიიარტომ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში უნგრეთის 14 მოქალაქეა ჩართული.