შვეიცარიაში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 11 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა

8.08.2019 შვეიცარია- რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ბერნის, კინოდარბაზში Cine Rex, მოეწყო ქართულ-ესტონური მხატვრული ფილმისმანდარინების ჩვენება.

დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ჯალაღანიამ. ელჩმა ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო აგრესიით გამოწვეულ შედეგებზე, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გაწეული დახმარებისა და საქართველოს ძალისხმევის შესახებ კონფლიქტის დარეგულირების გზაზე.

დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამოქალაქო პირებისა და  სამხედროების ხსოვნას.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ შვეიცარიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ელჩები, შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის (სამინისტროს) (EDA) საქართველოს პარტნიორი სტრუქტურების თანამშრომლები, შვეიცარიაში ევროკავშირის მისიის წარმომადგენელი, შვეიცარიის სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგნელები, ჩვენი კოლეგები ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობიდან, ქართული დიასპორის წარმომადგენლები.