სლოვენიაში ქართული ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი ჩატარდა

7.11.2019 სლოვენია - ლიუბლიანის უდიდეს საკონცერტო დარბაზში „ცანკარევ დომ“ სრული ანშლაგით და უდიდესი წარმატებით ჩატარდა ქართული ფოლკლორული ანსამბლის „იბერი“ კონცერტი, რომლის დასრულების შემდეგ საელჩომ ორგანიზება გაუკეთა ქართული ღვინის მიღება-დეგუსტაციას (vin d'honneur ).

კონცერტსა და მის შემდგომ მიღებას დაესწრნენ სლოვენიის მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სამოქალაქო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მედია, დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, სლოვენიური ქართული სიმღერების ანსამბლი „კვალი“ და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.