სლოვენიაში საქართველოს ელჩმა საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

10.10.2019 სლოვენია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ირაკლი კოპლატაძე, ლიუბლიანის Lions Club მოწვევით, საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკური პრიორიტეტების, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების, ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის, ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ვრცელი პრეზენტაციით წარდგა პოლიტიკოსების, ბიზნესმენებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინაშე.

პრეზენტაციის შემდეგ ელჩმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს, რომლის შემდეგაც გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია (vin d'honneur).
 
პრეზენტაციის შემდეგ სხვადასხვა სფეროს ბიზნესმენებმა გამოთქვეს ქართველ კოლეგებთან საქმიანი კონტაქტების დამყარების სურვილი, ხოლო კლუბმა დაგეგმა საქართველოში მოგზაურობა 2020 წლისათვის.