სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ საზეიმო მიღება გამართა

26.05.2018 სლოვენია-საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილის აღსანიშნავად, სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ საზეიმო მიღება გამართა.
 
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ზურაბ ბექაიამ, რომელმაც   ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის, სლოვენიასთან ორმხრივი ურთიერთობებისა და ოკუპაციის პრობლემის შესახებ ისაუბრა.
 
მიღებას სლოვენიის მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები, ბიზნესმენები, ჟურნალისტები და  სლოვენიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები დაესწრნენ. 

საზეიმო მიღების ფარგლებში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება მოეწყო. 
სტუმრებმა  ქართული კერძები და ღვინოები დააგემოვნეს.