თბილისში „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი“ მიმდინარეობს

8-9 ნოემბერს, თბილისში  „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი“ მიმდინარეობს.
 
ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში 15 ქვეყანაში კონკურსის შედეგად შერჩეულ ახალგაზრდა ელჩებს და ღონისძიებზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა რატი ბრეგაძემ. რატი ბრეგაძემ  ახალგაზრდა ელჩების პროგრამის მნიშვნელობასა და აღნიშნულ პროექტში საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს იმიჯის პოპულარიზაციის მიზნით დიასპორის წარმოამდგენლების ჩართულობის მნიშვნელობას  კულტურულ-შემოქმედებით, სპორტულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის აქტივობებში.
 
ამბასადორიალის ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდა ელჩებს საქართველოს საგარეო პრიორიტეტების, ტურისტული პოტენციალის, ახალგაზრდული საქმოანობის კუთხით არსებული შესაძლებლობების და სხვა პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდებდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს; განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს;  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და მიგრაციის პოლიტიკის განვითარებისა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
 
ასევე ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოადგენილი იქნება ახალგაზრდა ელჩების პრეზენტაციები მათ მიერ განხორციელებული და დაგეგმილი  აქტივობების, საკუთარი ინიციატივების და ერთი წლის სამოქმედო გეგმების შესახებ. ისინი ასევე გაცვლიან ინფორმაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში  ახალგაზრდობის სფეროში მიმდინარე პროექტებისა და  იქ მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების საქმიანობის თაობაზე.
 
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ახალაგზრდა ელჩების შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან.
 
აღსანიშნავია, რომ პროგრამა "იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2014 წლიდან მიმდინარეობს და მიზნად ისახავს საქართველოს პოპულარიზაციას საზღვარგარეთ და საქართველოს ახალგაზრდა უცხოელ მეგობართა წრის გაფართოვებას. ამ მიზნით ერთი წლის ვადით შერჩეული გამარჯვებული „ახალგაზრდა ელჩები“  განახორციელებენ მრავალფეროვან კულტურულ-შემოქმედებით, სპორტულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის აქტივობებს ადგილსამყოფელ ქვეყნებში.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროექტი -„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ ხორციელდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით,  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის  ENIGMMA 2-ის ფარგლებში. 
 

[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '19794')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.