თურქეთში საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ორდუს გუბერნატორთან

8.08.2019 თურქეთი- თურქეთის შავიზღვისპირეთში მივლინების ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა ორდუს გუბერნატორთან სედდარ იავუზთან, უნიეს მერთან ჰუსეინ თავლისთან, უნიეს გამგებელთან უმით ჰუსეინ გუნეისთან, ფაცას მერთან იბრაჰიმ ეთემ ქიბართან და ფაცას გამგებელთან მეჰმეთ იაფიჯისთან.

შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველო - თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები და სავაჭრო - ეკონომიკურ და კულტურულ - ჰუმანიტარულ სფეროებში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.
საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს ზემოაღნიშნულ რეგიონში ქართული კულტურისა და ხელოვნების ასოციაციების საქმიანობის მხარდაჭერისათვის და ხაზი გაუსვა ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას ხალხთა შორის კონტაქტების გასამყარებლად.

შეხვედრების დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო და მრავალმხრივი იქნება.