უკრაინაში 2008 წლის აგვისტოს ომის ათი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

7.08.2018 უკრაინა- რუსეთ- საქართელოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოში დოკუმენტური ფილმის "მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე" ჩვენება გაიმართა.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ. ელჩმა  დეტალურად ისაუბრა 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე.

ასევე, გელა დუმბაძემ მადლობა გადაუხადა უკრაინულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი ანალიტიკური ცენტრებისა და არასამთავრობო სექტორის, ქართული დიასპორის  და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები.