უკრაინაში საქართველოს საპატიო კონსულს ეგზეკვატურა გადასცეს

30 მაისს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ქ. ლვოვში საქართველოს საპატიო კონსულისათვის, იაროსლავ მუზიჩკოსთვის, ეგზეკვატურის გადაცემის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

იაროსლავ მუზიჩკოს ეკზეკვატურა გადასცა უკრაინის  საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორმა ოლგა ჩუბრიკოვამ. ოფიციალურ ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გელა დუმბაძე, უკრაინაში საქართველოს კონსული ნანა ჩაბრავა.

აღსანიშნავია, რომ ქ. ლვოვში, საქართველოს საპატიო საკონსულოს  გახსნა დაგეგმილია მ.წ. 20 ივნისისთვის.