ვატიკანში წმინდა გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

13.09.2018 ვატიკანი- წმინდა საყდართან აკრედიტებული საქართველოსა და პოლონეთის საელჩოების ორგანიზებით, პაპის აღმოსავლეთმცოდნების ინსტიტუტში, გაიმართა წმინდა გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილი კონფერენცია სახელწოდებით: „წმ. გრიგოლ ფერაძე (1899 – 1942) მოწამე, თეოლოგი, მწერალი, ეკუმენისტი”.
 
კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  თამარ გრძელიძემ. საქართველოს ელჩმა გრიგოლ ფერაძის მოწამეობრივ ცხოვრებაზე ისაუბრა. მან მოწვეულ  სტუმრებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია  გრიგოლ ფერაძის აკადემიური ცხროვრების შესახებ და მათ ქართველი თეოლოგის  მრავალმხრივი სამეცნიერო შრომები გააცნო.
 
ღონისძიების ფარგლებში, ასევე,  სიტყვით გამოვიდა პოლონეთის ელჩი იანუშ კოტანსკი, რომელმაც საქართველოსა და პოლონეთს შორის ისტორიულ კავშირებსა და მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება.
 
კონფერენციაზე, რომლსაც წმინდა საყდართან აკრედიტებული მისიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მოხსენებით ასევე წარსდგნენ ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი დავით ყოლბაია, მღვდელი ლეონიდე ებრალიძე, პაპის აღმოსავლეთ მცოდნეობის დოქტორანტი და დიაკვანი ირაკლი ჯინჯოლავა და მამა ჰენრიკ პაპროცკი.
 
აღსანიშნავია, რომ გრიგოლ ფერაძე,  საქართველოს მართლადიდებლურმა ეკლესიამ 1995 წელს წმინდანად შერაცხა.