ვილნიუსში 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

9.08.2018 ლიეტუვა -საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მეათე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, . ვილნიუსში, თბილისის სახელობის სკვერში, გაიმართა სოლიდარობის აქცია-ფლეშმობისაქართველოს გაერთიანებისთვის“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ლიეტუველმა და ქართველმა ახალგაზრდებმა.

ფლეშმობის მონაწილეებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, ოკუპაციის დაგმობის ნიშნად, სიმბოლურად გაწყვიტეს მავთულხლართები და გამთლიანებული საქართველოს რუკა გამოსახეს.
 
აქცია საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა.