ვიქტორ დოლიძემ ბიოლოგიური იარაღების აკრძალვის კონვენციის (BWC) ექპერტთა პირველ შეხვედრას გაუწია თავმჯდომარეობა

12.08.2019 ქ. ჟენევა- ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ ბიოლოგიური იარაღების აკრძალვის კონვენციის (BWC) ექპერტთა პირველ შეხვედრას (MX1) თავმჯდომარეობა გაუწია.
 
ექსპერტთა პირველი შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა თანამშრომლობა და დახმარება, განსაკუთრებული ფოკუსი კი გაკეთდა მეათე მუხლის ქვეშ თანამშრომლობისა და დახმარების გაძლიერებაზე.

ვიქტორ დოლიძემ, ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და მადლიერება გამოხატა მისი თავმჯდომარედ მოწვევისთვის. მან დამსწრე საზოგადოებას სამუშაო დღის წესრიგი გააცნო, რის შემდეგაც წევრ სახელმწიფოთა მიერ წარდგენილი ანგარიშები განიხილეს.

კონფერენციის დასრულებისას დამტკიცდა 2019 წლის ექსპერტთა შეხვედრის ანგარიში. 2019 წლის ექპერტთა პირველ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 91-მა დელეგაციამ.
ბიოლოგიური იარაღების აკრძალვის კონვენციის შეხვედრები 28 ივლისიდან 10 აგვისტომდე გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ექსპერტთა ხუთი შეხვედრა.