ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ერთხმად დაამტკიცეს

14.09.2017 ქ.ჩენგდუ, ჩინეთი - გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის(UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი დაამტკიცეს.

UNWTO-ს გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 2017 წლის 12 მაისის გადაწყვტილებას და ზურაბ პოლოლიკაშვილი აირჩია UNWTO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე.

აღსანიშნავია რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კანდიდატი საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი ხელმძღვანელის პოზიციას დაიკავებს.ახალი გენერალური მდივნის დამტკიცება UNWTO-ს გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში მოხდა, რომელიც ჩინეთში ქ. ჩენგდუში იმართება.

გენერალური მდივნის პოსტზე დამტკიცების შემდგომ, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.